www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი BaZzar
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

რესტორანი "Bazzar" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი - 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;
** კვება;
** უნიფორმა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Giorgi.paradashvili@bazzarhotel.com.

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |