www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფე ფუნიკულიორი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

რესტორანი "ფუნიკულიორი" (https://www.facebook.com/RestaurantFunicular) აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

** პოზიციის მდებარეობა: მთაწმინდის ზედა პლატო;
** გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** გექნება შიდა ფასდაკლება ჩვენს ყველა ობიექტზე;
** ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას, ტრანსპორტირებასა და ტაქსის მომსახურებას;
** გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** გექნება სხვა დამატებითი ბენეფიტები.

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების მომზადება;
** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, ნახევარფაბრიკატების მომზადება, კერძის მომზადება, მარაგების კონტროლი;
** კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა;
** კულინარიული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება HR სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@gmtgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ფუნიკულიორი-მზარეული", ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 319 300, ან გადიდთ მითითებულ ბმულზე და შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/SwZJT16nRPgfXKbg7.

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ნომერი: 577 319 300

საკონტაქტო ელფოსტა: hr@gmtgroup.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |