www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

"გრავიტას" გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/

"გრავიტას" გუნდში IT სპეციალისტს ვეძებთ.

მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** "თეგეტა ჰოლდინგის" მასშტაბით თანამშრომელთათვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
** Fit Pass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი მომსახურების გაწევა - აწყობა, დიაგნოსტიკა, ტესტირება, ტექნიკური პრობლემების მოგვარება/რემონტი;
** კომპიუტერული ტექნიკის საგარანტიო პერიოდების კონტროლი, ვადის გაგრძელების უზრუნველყოფა, საგარანტიო მომსახურების გაწევის ორგანიზება და მომსახურების პირობების შესრულების კონტროლი;
** ოფისში სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკის საჭიროების დადგენა და შესაბამისი ინვენტარის ოპტიმალური ვარიანტების მოძიება;
** თანამშრომელთა ტექნიკურ პრობლემებსა ან მოთხოვნებზე დროული და ხარისხიანი რეაგირება;
** სამუშაო ადგილების პროექტირების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამომხმარებლო ჩანაწერების და ელექტრონული ფოსტის გამართვა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების საწყობის აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და შევსების უზრუნველყოფა;
** საბეჭდი კარტრიჯების შეცვლის უზრუნველყოფა, რაოდენობების კონტროლი და აღრიცხვა;
** სამუშაო ადგილებზე ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, კაბელების დალაგება არსებული ვიზუალური მოთხოვნების შესაბამისად;
** კომპანიის სასერვერო სივრცეში ყველა არსებული ტექნიკის, სისტემების და გარემოს ყოველდღიური ვიზუალური მონიტორინგი, აღმოჩენილი პრობლემის დროულად დაფიქსირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირებისა და მომსახურების ცოდნა;
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, შეკეთება, მომსახურება;
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@gravita.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |