სასტუმრო შეკვეთილში "Magnika Resort" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი
ანაზღაურება: მორიგეობა 80 ლარი (net)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.
მოვალეობები:
** გარეცხოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.) დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის დაცლა და ა.შ.) რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** დაასუფთაოს სამზარეულო და მასში არსებული ინვენტარი;
** ფლობდეს ინფორმაციას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
** სწორად გამოიყენოს სარეცხი მოწყობილობები;
** უზრუნველყოს მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
** დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას და უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილას;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2023 წლის 22 ივნისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!