კომპანია "ჯორჯიან ბეიქერსი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის კუთხით
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების საშუალო ან მაღალ დონეზე ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი აუცილებელი მოთხოვნებია
გაყიდვების განვითარების მენეჯერის მოვალეობებში შედის:
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თვის-კვარტლის-წლის გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფის კონტროლი, პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიის მიერ;
** კომპანიის გაყიდვების ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით ხარჯვის უზრუნველყოფა;
** დებიტორული დავალიანებების მკაცრი კონტროლი და ადმინისტრირება, როგორც პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიის ნაწილში ასევე პირდაპირ დებიტორებთან;
** პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიის გაყიდვების გუნდის მონიტორინგი, მოტივაცია და ინფორმირება სიახლეებზე და ცვლილებებზე პრეზენტაციების და სხვა ხერხებით;
** ახალი პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა, იდეების გენერირება და გაყიდვების მოცულობის პროგნოზირება;
** ATL და BTL კომუნიკაციების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის პარტნიორ სადისტრიბუციო კომპანიასთან ერთად; ყველა კომუნიკაციის ბიუჯეტირება და შედეგის პროგნოზირება სხვადასხვა კოეფიციენტებით;
** პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის ყოველდღიური კონტროლი გაყიდვების არხების შესაბამისად. ე.წ. Store Check, ფასების კონტროლი, ფასდაკლებების კონტროლი, აქციების კონტროლი, ტერიტორიული და რაოდენობრივი დაფარვების კონტროლი, მომსახურების ხარისხი, მერჩენდაიზინგი;
** მივლინებები და პარტნიორი კომპანიის რეგიონული ფილიალების, საწყობების და სადისტრიბუციო ქსელის კონტროლი;
** მოსალოდნელი გაყიდვების და შეკვეთების შესაბამისად საჭირო პროდუქციის ნაშთები პროგნოზირება;
** ბაზრის სისტემატური მონიტორინგი, ფასების, კონკურენტების და ტენდენციების ნაწილში;
** შესრულება.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან
სამუშაო განრიგი: 9:00 - 18:00 მდე კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 80 % ფიქსირებული + 20% ბონუსი დასახული გეგმების შესრულების შესაბამისად ;
დამატებით: სამედიცინო დაზღვევა, კორპორატიული ნომერი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნით თქვენი CV (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: vacancy@georgianbakers.com და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიისა და მდებარეობის დასახელება მაგალითად: - გაყიდვების განვითარების მენეჯერი.