www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება
** ბაზრის მოთხოვნის სისტემატიური კვლევა
** ახალი და არსებული მომწოდებლების ახალი პროდუქტების მოძიება, ანალიზი, ბიუჯეტირება და მოლაპარაკების წარმოება
** ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა
** სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** ბრენდებისა და პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ** ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი
** ბრენდების განვითარების, ბაზარზე ცნობადობისა და მოცულობის გაზრდა
** ბრენდების სამიზნე ჯგუფის მუდმივი კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის წარმოება
** ბრენდის იდენტობისა და სასურველი იმიჯის ბაზარზე, სწორად დამკვიდრებისა და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ნაბიჯების გათვლა, მათი აღსრულება
** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, ბრენდის და კატეგორიის ჭრილში, ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დაგეგმვა
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი
** სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი
** გუნდთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით, ახალი იდეების გენერირება და მათთვის სტრატეგიის დასახვა
** მარკეტინგის გეგმის ეფექტურად შესრულებისათვის, გუნდის წევრებზე დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი

გამოცდილება:

** დისტრიბუციის, გაყიდვების, ბრენდის მართვის, კატეგორიის მართვის ან საცალო ვაჭრობის სფეროში გამოცდილება
** FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება
** P&L, ფინანსური ანალიტიკის, მოდელირებისა და პროგნოზირების გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

ცოდნა:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00სთ.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |