www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი მევენახე
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მევენახის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ნიადაგის დამუშავებასა და განაყოფიერების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** სავენახე ტერიტორიის და ნიადაგის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ვაზის ზრდის სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება, დამხმარე მოწყობილობების გათვალისწინებით;
** ვენახის გასხვლა-შეყელვის და ვაზის ფორმირების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** ვაზის ეფექტური დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** რთველის პროცესის ორგანიზება/წარმართვა.
** ვენახის გასაშენებლად ნაკვეთის გაწმენდის და ნიადაგის მოსწორების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** პროფესიული განათლება აგრარული მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
** ფრანგული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი,
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი მევენახე".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |