"აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი.
ხელფასი სრულზე: 850 ლარი
ხელფასი ნახევარზე: 450 ლარი
ვებგვერდი: https://azrovnebisakademia.ge
ჩვენ თქვენ გთავაზობთ:
** კორპორაციული დაზღვევა (უფასო) 6 თვის შემდეგ. (სრულ განაკვეთზე)
** მზარდი ხელფასი
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
** აზროვნების აკადემიის კურსებზე 50% ფასდაკლება.
** სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50% ფასდაკლება.
** გექნებათ განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება აზროვნების აკადემიის მოზარდების კურსებზე.
ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში:
** 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი და 3 პედაგოგი.
** 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 15 ბავშვი და 2 პედაგოგი.
სამუშაო განაკვეთი:
** სრული განაკვეთი: 09:00 - დან 18:00 - მდე / 10 - დან 19:00 - მდე;
** ნახევარი განაკვეთი: 09:00 - დან 14:00 - მდე ან 14:00 - დან 19:00 - მდე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა;
** თვითგამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება;
** ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა.;
** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა;
** ბავშვთა ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე მუშაობა და შესაბამისად ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა.
კვალიფიკაცია:
** სასურველია განათლება ფსიქოლოგიის, ან პედაგოგიკის მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული მეტყველება.
** უნდა იცოდეს: ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები.
საჭირო თვისებები და უნარები:
** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@azraki.ge. ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
წარმატებას გისურვებთ!