www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: კაფე რეცეპტორი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

კომპანიის განვითარება/გაფართოებასთან დაკავშირებით კაფე "რეცეპტორი" იწვევს გამოცდილ კონდიტერს თანამშრომლობისთვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის და ნახევარფაბრიკატების დამზადებისა და მოხმარების ნორმების ცოდნა;
** საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;
** საკონდიტრო ნაწარმის მომზადება, გაფორმება;
** ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
** მასალების და ცომის მომზადება;
** საკონდიტრო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, კონტროლი და პრობლემების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება,
** მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება რეცეპტების, კალკულაციების და დადგენილი სტანდარტებით მომზადება;
** მარაგების მომზადება მეორე დღისთვის
** დღის მენიუში გაწერილი ასორტიმენტის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ნედლეულის, მზა პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების შენახვა/დასაწყობების სტანდარტების კონტროლი;
** მზა პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების და ნედლეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ნაშთის კონტროლი;
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა;
** სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის გადანაწილება ეფექტურად;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ხელფასი დამოკიდებულია გამოცდილებაზე და პროფესიონალიზმზე.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე: coffeereceptor@gmail.com. (გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება). CV/ის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 21 ივნისამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |