ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის თანაშემწის (მუშა) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
ხელზე ასაღები ანაზღაურება: სამი თვე - 800 ლარი, შემდეგ 1000 ლარი.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მიღებული პროდუქციის საწყობში სწორად განთავსება და საწყობის ტერიტორიის რაციონალურად გამოყენება;
** მიღებული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქციის მისაღებად საწყობში ადგილის გამზადება;
** საწყობში დატვირთა/გადმოტვირთვის პროცესის წარმოება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით;
** საწყობში არსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის უფროსის თანაშემწე"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.