"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე ბათუმში.
"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი
სამუშო გრაფიკი და განყოფილება:
1.გადაუდებელი მედიცინა; 24 საათიანი მორიგეობა;
2.პედიატრია; 24 საათიანი მორიგეობა;
3. რეანიმაცია; 24 საათიანი მორიგეობა;
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერთიფიკატი.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ივნისი, 2023 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/eqtani-batumshi/959
"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.