www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

"თბილისი მედიკი" მე-13 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას. კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში". ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილში დატვირთული პროდუქციის მითვლა და კონტროლი;
** პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება ობიექტებისთვის წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
** ჩატვირთული ტვირთის მითვლა და თანმხლები ბუღალტრული დოკუმენტების უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები: დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 750 ლარი
ადგილმდებარეობა:  ბათუმი, ბაგრატიონის 196თ

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge 2023 წლის 22 ივნისის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "დისტრიბუტორი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CVების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |