www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სასტუმრო შეკვეთილში "Magnika Resort" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი
ანაზღაურება: 900 ლარი (net)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ოთახების ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოს დერეფნის მონაკვეთის სისუფთავე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
** ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსის/ზედამხედველის ინფორმირება;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2023 წლის 22 ივნისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |