www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** მიწოდების პროცესში შექმნილი პრობლემების გადაჭრა;
** კლიენტთან მიწოდების აგენტების მიერ ნაღდი ანგარიშსწორების წარმოების ნავაჭრი თანხის მიღებისა და კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანის უზრუნველყოფა;
** საქონლის უკან დაბრუნების პროცესის ადმინისტრირება;
** სატრანსპორტო საშუალებების "მოძრაობის კონტროლი, GPS" სისტემით;
** მიწოდების აგენტების მიერ პოკეტებში შესრულებული ოპერაციების მონიტორინგი
** სასაქონლო დანაკლისების მიზეზების დადგენა;
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება.
** ყოველდღიური საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება/წარმოების უზრუნველყოფა/google-ის სამუშაო სივრცეში ატვირთვა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
** MS Office

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული; დეტალებზე ორიენტირებულობა

სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: hr@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |