კომპანია "დეტექტი" სამუშაოდ გიწვევთ ვებ-დიზაინერის პოზიციაზე.
შპს "დეტექტი" არის სახანძრო უსაფრთხოების, დაცვის სისტემების და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც მომხმარებელს ერთგულად ემსახურება 2011 წლიდან. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.
სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე მოჭრილი 600 ლარი, ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
გვესაჭიროება ვებ დიზაინერი საიტების დიზაინის, ფლაერების და სარეკლამო ბანერების შესაქმნელად.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@detect.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.