"ბაზარი ორბელიანზე" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 50-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას რესტორან "ტერასა ორბელიანის" გენერალური მენეჯერის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** რესტორნის გუნდის ეფექტური მართვა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვა და მონიტორინგი;
** რესტორნის საოპერაციო, მარკეტინგისა და გაყიდვების ბიუჯეტის მომზადება, მართვა და ეფექტური შესრულება;
** რესტორანში არსებული ყველა მომსახურების სტანდარტების, პოლიტიკას და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
** მიღწეული შედეგების რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** საკვებისა და სასმელების მენიუების შედგენასა და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება შესაბამის პირებთან ერთად;
** სტუმრების მაქსიმალური კმაყოფილებისათვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, პროცედურებისა და მომსახურების დანერგვა;
** საჭირო ღონისძიებების გატარება კომპანიის მომგებიანობისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით;
** მარკეტინგული აქტივობების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით ჩატარების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სარესტორნო სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.