www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №37
ანაზღაურება: 600 ლარი (გადასახადების გათვალისწინებით, "დარიცხული").

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკადემიის საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** საერთო სარგებლობის სივრცეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
** მატერიალური ფასეულობების დაცვა;
** მოსწავლეთა და თანამშრომლების შესვლის/გასვლის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებისა და მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: info@cea.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დაცვის თანამშრომელი". საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 568 41 55 71.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შ.პ.ს. "თანამედროვე განათლების აკადემია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |