www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: პროაგრო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

შპს "პროაგრო" ეწევა სასოფლო-სამეურნეო და ლანდშაფტის თანამედროვე საირიგაციო და საფერთიგაციო სისტემების დასრულებული პროექტების მიწოდებას საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. მისი საქმიანობა მოიცავს, დამაწვიმებელი, პივოტური სარწყავი სისტემების და საფერთიგაციო სისტემების პროექტირებას, იმპორტს და მონტაჟს. კომპანია ახორციელებს თანამედროვე ზუსტ (ციფრულ) ტექნოლოგიებს ფერმერული მეურნეობისათვის: სარწყავი და საფერთიგაციო სისტემების ავტომატიზაცია და დისტანციური მართვას სენსორებზე და სატელიტური მონაცემებზე დაყრდნობით.

ვიწვევთ სამუშაოდ გაყიდვების ასისტენტს. პოზიცია ითვალისწინებს მუშაობას გენერალური დირექტორის პირდაპირ ხელმძღვანელობით და მითითებებით. კანდიდატს ექნება კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობა გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე დაწინაურებით ხელფასის და ბონუსების მნიშვნელოვანი ზრდით.

ვიწვევთ მოტივირებულ კანდიდატს გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებული მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
** კომპანიის პოტენციური მომხმარებლების გამოკვლევა, მათი ბაზების შექმნა.
** კომპანიის პოტენციური მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
** სოციალური მედიის (ფეისბუკი, ინსტაგრამი, ლინკედინი) მართვა:
** მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია, მოწოდებული კონტენტების და ფოტო და ვიდეო მასალების განთავსება. რეკლამების განთავსება.
** მეილ მარკეტინგის მუშაობის პროცესის უზრუნველყოფა.
** ურთიერთობა სარეკლამო კომპანიებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სხვა თანაბარ პირობებში აგრარული ტიპის უმაღლესი განათლება ან კურსები, ან გამოცდილება, დამატებით პლიუსად ჩაითვლება);
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის უნარები, გამოცდილება, .
** საოფისე პროგრამების (ვორდი, ექსელი, Power Point, ) ცოდნა.
** სოციალურ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება (ფეისბუკი, ინსტაგრამი, ლინკედინი).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ინიციატივიანობა.

** კანდიდატი დასაქმდება კომპანიის მთავარ ოფისში: თბილისი, გიორგი წერეთლის გასასვლელი 4, ოფისი 3 (ვაკის პარკთან)
** სამუშაო საათები 9:30-18:00.
** საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია მივლინებები რეგიონებში, ან უცხოეთში შესაბამისი ანაზღაურებით.
** დასაქმებულის ანაზღაურება წარმოადგენს 1000 ლარს + ბონუსები გაყიდვებიდან.
** დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მეილზე postaproagro@gmail.com გამოცხადებიდან 2023 წლის 15 ივნისამდე განმავლობაში. შერჩეული კანდიდატებთან განხორციელდება გასაუბრება.

არ შერჩევის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე შეინახება კომპანიის არქივში 2 წლის განმავლობაში და სხვა შესაძლო ვაკანსიის გახსნის შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |