სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.
"გრავიტას" გამოარჩევს მშენებლობის გარანტირებული სისწრაფე და მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და უდიდესი ყურადღება შრომის უსაფრთხოებაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/
"გრავიტას" გუნდში შესყიდვების სპეციალისტს ვეძებთ.
მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** "თეგეტა ჰოლდინგის" მასშტაბით თანამშრომელთათვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე
** Fit Pass
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა, მაქსიმალურად ხელსაყრელი მომწოდებლების შერჩევა;
** ფასთა შედარება და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ მომწოდებლებთან;
** ახალი მომწოდებლების/პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა;
** შეკვეთების ტრანსპორტირებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** შესაკვეთი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
** ტრანსპორტირებისას სწორად გამოწერილი (მისამართი; მძღოლი, ავტომანქანა) შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების არსებობის უზრუნველყოფა;
** უცხოელ მომწოდებლებთან შესყიდვების განხორციელება და კომუნიკაცია;
** მოთხოვნის შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელისთვის რეპორტის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის ცოდნა (Excel, Word);
** ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@gravita.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.