დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლები
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველების უნარი
** უმაღლესი (არასრული) განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.