www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: More Beauty
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სილამაზის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული კომპანია More Beauty აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ გაყიდვები შენი სფეროა, გაქვს გამოცდილება, გიყვარს სიახლეები, აქტიურობა, ხალხთან კომუნიკაცია და თან სილამაზის სფეროში მუშაობა შენთვის სასიამოვნოა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

ფუნქცია-მოვალეობები: სოციალური ქსელით მომხმარებლებთან

კომუნიკაცია

** სატელეფონო კონსულტაციის გაწევა
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
** მომხმარებლების ბაზის ეფექტური მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის, წერისა და მეტყველების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოწესრიგებული
** მოტივირებულო
** პოზიტიური
** ენერგიული
** ყურადღებიანი
** პასუხისმგებლიანი

საკვალიფიკაციო უნარები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;

რა გელოდება ჩვენთან:

** განვითარების პერსპექტივა
** საუკეთესო, მეგობრული, საქმიანი გუნდი
** სასიამოვნო, მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო
** ბევრი სახალისო აქტივობა
** ბევრი თავგადასავალი, სიურპრიზი და სასიამოვნო გამოცდილება

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი - 10:30-18:30
შაბათი- 11:00-15:30 (დისტანციური)

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 1700-2500₾

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, თქვენს ფოტოსთან ერთად: info@morebeauty.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |