სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში ("Bosch", "Gorenje").
სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
სს" ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება
ძირითადი მოვალეობები:
** ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი
** თითოეული ზარის CallApp-ში დამუშავება;
** მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება;
** მომხმარებლის მოსმენა, მათი პრობლემების დეტალური ჩანიშვნა და შემდგომი დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point).
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** მომხმარებელზე ფოკუსირება;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!