საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "Georgian Cargo" ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს, როგორც ინდივიდუალური ამანათების, ასევე კომერციული ტვირთების მიმართულებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** ციფრული არხების მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება;
** კომპანიის Brand Book -ის შექმნა;
** კომპანიის ციფრული არხების რებრენდინგი;
** ციფრულ არხებში კამპანიების წარმოება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა;
** მარკეტინგული აქტივობების შეფასება / შეფასების სისტემების ჩამოყალიბება;
** მარკეტინგული პროცესების ანალიზი / მონიტორინგი;
** პროცესების რეპორტინგი და კომპანიის ხელმძღვანელთან წარდგენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** BS/MS ხარისხი ციფრული მარკეტინგის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** Digital Marketing (SEO/SEM, Social Media, Email Marketing, Google analytics) - ის სიღრმისეული ცოდნა;
** მარკეტინგულ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** კამპანიების წარმოების / შეფასების საფუძვლების ცოდნა;
** ანალიტიკურ პროგრამებთან/პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
** საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება;
** პირადი და გუნდის მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
** ღიაობა გამოწვევების მიმართ და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი, როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდური მუშაობისას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2, 000 Gel (Net) + Georgian Cargo - ს პროექტებში მონაწილეობის ბონუსი, თითო პროექტი 500 Gel (Net)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: guga.baakashvili@georgiancargo.co.uk სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
გისურვებთ წარმატებას!