www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების გაყიდვებისა და ნაშთების ანალიზი;
** მოთხოვნა-მიწოდების დაგეგმვა, პროდუქციის შეკვეთა პროგრამულად და განსაზღვრული ასორტიმენტის მიხედვით მარაგების დაგეგმვა;
** მოთხოვნილი და მიწოდებული პროდუქციის პროპორციის ანალიზი;
** ვადაგასული პროდუქციის, დაბრუნებებისა და დაზიანებული პროდუქციის კონტროლი;
** აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია SAP-ის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სისხარტე და აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პროაქტიულობა და ინიციატივიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლოგისტიკის ანალიტიკოსი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |