www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: PC Room
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

კომპანია "Pc Room" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;

მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად ათვისების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@pcroom.ge და ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია "მოლარე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |