www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სანტა ესპერანსა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

სუვენირების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისის აეროპორტი
კატეგორია: მაღაზია;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით, 40 სამუშაო საათი კვირაში
სამუშაო საათები: მაღაზია მუშაობს 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული საათები დაყოფილი იქნება ცვლებად.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** აეროპორტის მომხმარებლებისთვის მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დახმარება;
** მაღაზიაში არსებული ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღაზიაში წიგნებისა და სუვენირების პროდუქციის განთავსება, შევსება, აღწერა;
** მომარაგების მიღება და დროული განთავსება;
** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის უზრუნველყოფა (არ იგულისხმება დამლაგებლის ფუნქციები);
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა პროცესის ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება და აზრის გადმოცემის უნარი;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, ენერგიული, გაწონასწორებული და თავაზიანი;
** მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თუ გსურთ გაიცნოთ საქართველოს ისტორიით და კულტურით დაინტერესებული ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: santaesperanza.bookshop@gmail.com დაელოდეთ ჩვენს ზარს. საგანში მიუთითეთ - ქუთაისის აეროპორტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |