შპს "გრინვეი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "გრინვეი ლოჯისტიკს" 2012 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ც. დადიანის ქ. 7, თბილისი
მოვალეობები:
** შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება
** სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა
** გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის მდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების სისრულეში მოყვანა
** არსებულ გადამზიდებთან ინფორმაციის მიწოდება, მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში
** ახალი გადამზიდების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მათთან
ძირითადი მოთხოვნები:
** გადაზიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია თუმცა არ არის სავალდებულო
** ინგლისური/რუსული ან თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია თურქული ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალობა
** შრომისმოყვარეობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: vacancygwl@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ლოჯისტიკის მენეჯერი".