www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოორდინატორი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 6 ივნისი

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე კოორდინატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის დიპლომი ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** ინგლისურის ენის არანაკლებ B2 დონის კომპეტენცია;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაციის, დროის მართვის, გამართული მეტყველების, ზეპირი და წერილობითი საქმიანი კომუნიკაციის წარმოების, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;
** უპირატესობა მიენიჭება მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის გამოცდილების მქონე პირს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში;
** აკონტროლებს ფაკულტეტზე სასწავლო საველე და საწარმოო პრაქტიკების დაგეგმვის, ჩატარებისა და აღრიცხვის სამუშაოებს;
** კოორდინაციას უწევს პრაქტიკის ანგარიშის დაცვებს;
** ხელს უწყობს სამაგისტრო ნაშრომების კვლევით-ექსპერიმენტული ნაწილების შესრულებას;
** კოორდინაციას უწევს სამაგისტრო ნაშრომების დაცვის პროცესს;
** ასრულებს დეკანის სხვა დავალებებს სასწავლო და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით;
** დეკანთან და პროგრამების ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობს სემესტრული დატვირთვების დაგეგმვა და საათების განაწილება/კონტროლში
** ორგანიზებას უწევს მობილობის პროცესს;
** კოორდინაციას უწევს ფაკულტეტზე დაგეგმილ სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას;
** აქვს კომუნიკაცია საგამოცდო ცენტრთან, მონიტორინგის სამსახურთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო საათების რაოდენობა: 40 საათი კვირაში
** გამოსაცდელი ვადა: ექვსი თვე (ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

კონკურსის პირობები:

** საკონკურსო განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება: 2023 წლის 6 ივნისის ჩათვლით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |