www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფე-ბარი გრაფიკა
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

სოლოლაკში, ლერმონტოვის 5 ნომერში მდებარე "Grafika" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

პირობები:

** გრაფიკი: მცოცავი, 9 საათიანი
** დასვენების დღე: კვირაში 2
** ანაზღაურება: 1350ლ
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ქართულ-ევროპულ სამზარეულოში;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
** კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით;
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** შეფ მზარეულთან და სუ-შეფთან კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით;
** რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შეფ მზარეულის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია: info@grafikatbilisi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |