მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ბაღდათის, ცაგერის, სამტრედიის, მარტვილი, ხობის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის, ოზურგეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ზესტაფონის, ხულოს, ქუთაისის, ახალციხის ფილიალებისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
** სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** კომპიუტერის, კერძოდ კი "ვორდის" და "ექსელის" ზედმიწევნით ცოდნა
სამუშაოს აღწერილობა:
** პოტენციური მსესხებლების მოძიება
** მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი
** სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი
** ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.
ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge