"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე თრეიდ მარკეტინგის დეპარტამენტში - სტაჟირება არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტები).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობებში სარეკლამო მასალების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** სარეკლამო მასალების მოძრაობის შესაბამისი სასაქონლო ზედნადების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის საიტზე;
** სისტემაში სარეკლამო მასალების ჩამოწერა;
** სარეკლამო მასალების ინვენტარიზაცია;
** სარეკლამო მასალების მოძრაობის მონიტორინგი/კონტროლი/რეპორტინგი;
** ღონისძიებებზე სარეკლამო მასალების ტრანსპორტირების, განთავსების და მოხსნის დაგეგმვა/სისრულეში მოყვანა;
** ქსელში დაგეგმილი აქტივობების მონიტორინგი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სტუდენტი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 საფეხური);
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.
უნარ-ჩვევები:
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
"ეფეს საქართველოს" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები "ეფეს საქართველოს" მხრიდან დამუშავდება სტაჟირების ხელშეკრულების დადების მიზნით;
** "ეფეს საქართველო" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 10 ივნისი.