"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით. "თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge, super app) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
Vendoo-ს გუნდში ვეძებთ მარაგების აღრიცხვის სპეციალისტს!
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
ანაზღაურება: 800 ლარი
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვებ-გვერდზე ახალი პროდუქტების პროგრფამულად ატვირთვა;
** ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის შემოწმება, განახლება;
** ვებ-გვერდზე არსებული პროდუქციის ფასებისა და მარაგების სისწორის უზრუნველყოფა;
** ვებ-გვერდზე კონტენტის განთავსების დაგეგმვა;
** მოთხოვნის შესაბამისად ვებ-გვერდზე პროდუქტის განთავსება/გათიშვა;
** პროდუქტების ფასების სისწორის მონიტორინგგი შესაბამისი აქციის გათვალისწინებით;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.