www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაწყებითი კლასების მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი
მომწოდებელი: პროგრესი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებელი/კლასის დამრიგებლის პოზიციაზე, ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

"პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** განათლების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი.

თანამდებობის დასახელება: დაწყებითი კლასების მასწავლებელი / კლასის დამრიგებელი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ვ. შამილაძის N30
გრაფიკი: არასრული (15-საათიანი სამუშაო კვირა)

დამატებითი მოთხოვნები:

** ბავშვების სიყვარული;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებელია სადამრიგებლო კლასის აკადემიურ და საორგანიზაციო მართვაზე, კერძოდ, დამრიგებლის მიზანია: დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში;
** რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი, რომლის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
** სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ განსაზღვრულ მიმართულებებზე;
** შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge. მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579 33 33 70.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მაისი.

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს არ განიხილება.

"სკოლა პროგრესი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |