სასტუმრო "მითი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი
ანაზღაურება: შეთანხმებით
გრაფიკი: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაამყაროს კარგი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან;
** კლიენტებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ ნომრების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში;
** იმუშაოს კლიენტებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
** საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
** მუდმივად განაახლოს საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
** დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა მსგავს სააგენტოებთან კლიენტების მოზიდვის მიზნით;
** მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრენინგებში ისევე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
** ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა დაგეგმილი მიზნების მიღწევისთვის;
** შესაბამის განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სხვა საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;კომპანიის სახელით მონაწილეობა მიიღოს ტურისტულ ბაზრობებში;
** იმუშაოს სასტუმროს მარკეტინგულ პროგრამებთან სრულ შესაბამისობაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება გაყიდვებისა და/ან მარკეტინგის მიმართულებით;
** სასტუმროში გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგ დონეზე ცოდნა;
** სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** აქტიური;
** პუნქტუალური;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა;
** ინიციატივის მოქონე და შედეგზე ორიენტირებული;
** დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hrhotelm@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591257567