ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
მისამართი: ქ. ბათუმი, გოგოგლის შესახვევი N2
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგში);
** სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მართვა;
** დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
** სამედიცინო შემთხვევის მართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) გათვალისწინებით;
** გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
** სადავო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** დაკვირვებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy_Surgery_Batumi@aversi.com
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 3 ივნისის ჩათვლით.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge