www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა;
** პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
** ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
** სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე abuashviliirakli@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |