"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მონიტორინგის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო მოვალეობები
** პროგრამაში (Service Desk) დავალების დაფიქსირება სერვისის განყოფილებაში შემავალ ნებისმიერ თანამშრომელზე Service Desk-ში ტერმინალების მომსახურების სპეციალისტზე არასწორად დაფიქსირებული დავალებისას, დამაფიქსირებელთან ასეთი დავალების დაუყოვნებლივ დაბრუნება/დაფიქსირება ან/და სწორ ადრესატთან დავალების დროულად გადამისამართება;
** საოპერაციო პროგრამაში (SSTS), შესაბამის ქსელში განთავსებული ტერმინალების მუდმივი მონიტორინგი, შესაკეთებელი ტერმინალების იდენტიფიცირება და დაუყოვნებლივ დავალების დაფიქსირება შესაბამის ტერმინალების მომსახურების სპეციალისტზე;
** მიღებული ნაწილების მოვლა პატრონობა და მასზე მიბარებული ქონების (პლანშეტი, გასაღებები და სხვა) დაცვა, ყველა იმ ფაქტის პრევენცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მიბარებული ქონების მესამე პირზე გადაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება მასზე მიბარებული ქონების (პლანშეტი, გასაღე (ებ)ი, ფული რომელთანაც მას შეიძლება ჰქონდეს შეხება, დოკუმენტები, ტერმინალები და სხვა) დაკარგვის, განადგურების ან/და დაზიანების შემთხვევაში;
** ნებისმიერ დროს დაკავშირების მიზნით, მობილური ტელეფონის მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** კომპანიის მიერ გაწერილი გეგმების შესასრულებლად, ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;
** სისტემური მომხმარებლის პაროლ (ებ)ის დაცვა (პაროლის აკრეფის იმგვარად განხორციელება, რომ სხვისთვის, მათ შორის თანამშრომლისთვისაც, შეუძლებელი იყოს თვალის მიდევნება და პაროლის დამახსოვრება). პაროლ (ებ)ის თვეში არანაკლებ ერთხელ განახლება;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა (კომერციული და ფინანსური ოპერაციები, ინფორმაცია ტერმინალში არსებული თანხების/ნაშთების შესახებ, ინფორმაცია შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესახებ, ინფორმაცია კომპანიის გეგმების შესახებ და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაკავშირებულია დამსაქმებელთან და მის კლიენტებთან);
** კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა;
** ყოველდღიური რეპორტის წარმოება და ტერმინალების მომსახურების სპეციალისტებთან კომუნიკაცია;
განათლება:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კოლეგიალური;
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის მონიტორინგის კოორდინატორი"
გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.