www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფოთის რეგიონალური განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

"იმპოსტი მეპ"-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
** გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
** წყალგაყვანილობის სისტემები;
** ელექტრობა და სუსტი დენები;

საინჟინრო კომპანია "იმპოსტი MEP" აცხადებს ვაკანსიას ფოთის რეგიონალური განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** ფოთის ტერიტორიაზე გაყიდვების მართვა და შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;
** ფასების ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის პროცესების ხელმძღვანელობა;
** ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა, კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება, განხორციელება;
** მენეჯმენტთან ერთად კომპანიის კომერციული მიმართულების შესაბამისი სამოქმედო გეგმის/სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** სტრატეგიული ამოცანების შემუშავება პროექტების მოზიდვის ეფექტურობის ზრდის მიზნით.
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
** დამკვეთებთან ურთიერთობა;
** მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გაყიდვების მიმართულებით.
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამები (Word; Excel; Outlook) სამუშაო დონეზე ცოდნა, სასურველია Autocad პროგრამის ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ფოთი
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@imep.ge .

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფოთის რეგიონალური განვითარების მენეჯერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |