შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
განაცხადის მიღების ვადა: 20 ივნისი
პოზიცია: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #23 ა
უშუალო დაქვემდებარება - ტექნიკური დირექტორის მოადგილე/ტექნიკური დირექტორი
გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1000 -1300 ლარი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** FitPass
ფუნქცია-მოვალეობები:
** Windows OS ინსტალაცია და ყველას საჭირო პროგრამით გამართვა, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა (ე.წ Troubleshooting);
** სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა (დადგმა, შეკეთება, შეცვლა);
** დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის პრობლემის დიაგნოსტიკა და მოგვარება, კომპეტენციის ფარგლებში;
** შიდა ქსელის პრობლემების დიაგნოსტირება;
** კომპანიაში კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობის მიღება, ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა;
** IP ტელეფონების კონფიგურაცია;
** კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, სისტემების, ქსელების, პრინტერების და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (დისტანციურად, ან ოფისებში);
** დაშვების სისტემის (ტურნიკეტის) ადმინისტრირება;
** ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.
** ოფისში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოფისში არსებული ტექნიკის ინვენტარიზაცია და შესაბამის დეპარტამენტზე გადაცემა.
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - უმაღლესი განათლება IT მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
ცოდნა:
ა) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა
ბ) IP ქსელის ცოდნა საბაზისო დონეზე
გ) Domain Controller/Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
უნარები/შესაძლებლობები:
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი
** ანალიზის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@skytel.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - IT მხარდაჭერის სპეციალისტი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!