www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის და დღის ცვლის სტიუარდი-ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს, ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.

"Hotels & Preference Hualing Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას: ღამის და დღის ცვლის სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, თბილისის ზღვის ახალი უბანი.
სახელფასო ანაზღაურება : 1000 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

სამუშაო განაკვეთი:

** დღის ცვლა: 08:00 სთ. - 16:00 სთ.
** დღის ცვლა: 14:00 სთ. - 19:00 სთ.
** ღამის ცვლა: 23:00 სთ. - 07:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჭურჭლის მიღება, დასაწყობება და მოვლა;
** სამზარეულოს და სერვისის ჭურჭლის დარეცხვა;
** სამზარეულოს ტერიტორიის და ინვენტარის დასუფთავება;
** საკვები ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების კონტროლი;
** სამუშაო პროცესში საჭირო სარეცხი საშუალებების მარაგის კონტროლი.

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მზარდ ანაზღაურებას.
** უფასო ტრანსპორტირება (ღამის ცვლისთვის)

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hotelspreference.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |