სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: რუსთავი, რუსთავი მოლის შენობა.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@pepela.ge.
გისურვებთ წარმატებას!