www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. ჩვენი კონცეფცია მომსახურების 3 ძირითად კომპონენტს მოიცავს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოებას, შრომის უსაფრთხოებასა და დაცვის სისტემებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.

რას გთავაზობთ ჩვენი გუნდი?

** ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსები ;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:30-მდე;
** ოფისი მდებარეობს გურამიშვილის 73-ში;
** ტრენინგები;
** მეგობრული და კომფორტული გარემო;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი კავშირის დამყარება პოტენციურ პარტნიორებთან სატელეფონო ზარით;
** ახალი ობიექტების ბაზაში შეყვანა და ბაზის მუდმივი კონტროლი აქტუალურობაზე;
** ბაზის კონტროლი და სწორი ინფორმაციის შეყვანა;
** მენეჯერის მიერ გადმოცემული ინფორმაციის დამუშავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@detect.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.

სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |