"არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო გუნდის წევრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** გზავნილის სტატუსის დადგენა და სისტემაში ასახვა;
** ამანათების განაწილება მისამართების მიხედვით;
** კურიერების საქმის სორტირება;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დინამიკურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ფიქსირებული სახელფასო დიაპაზონი: 1000-1100₾
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: nata@aramex.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.