"მწვანე სკოლა" აცხადებს კანდიდატების შერჩევას ბაღისა და პრესქულის მენეჯერის პოზიციაზე.
"მწვანე სკოლა" არის სკოლების ქსელი საქართველოში, რომელიც რამდენიმე კამპუსს აერთიანებს. მწვანე სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამები ადრეული და წინასასკოლო მოსამზადებელი საფეხურიდან იწყება. თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა და ეძებთ სივრცეს, სადაც ბავშვების გარემოცვაში გაატარებთ დღეს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ჩაერთეთ კანდიდატების შერჩევის პროცესში.
მოვალეობები:
** აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება პედაგოგებთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად;
** ბავშვების, პედაგოგების, ჯგუფების ინდივიდუალურ სიძლიერეებსა და გამოწვევებზე დაკვირვება და ხელშეწყობა;
** საკანცელარიო და სხვა რესურსით მომარაგება;
** გარემოს პოზიტიურ განვითარებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია, მათ ჩართულობაზე ზრუნვა;
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პედაგოგიური განათლება ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ადრეული და წინასასკოლო ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** შემოქმედებითი უნარები და კრეატიული აზროვნება;
** საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარი.
თუ გიმუშავია ბავშვებთან, გაქვს თანამშრომლობის კარგი უნარები, ხარ კრეატიული და შრომისმოყვარე და გსურს უხელმძღვანელო ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ სივრცეს ადრეულ განათლებაში, გამოაგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: kindergarten@greenschool.org.ge