"სუფთა სახლის" მაღაზიათა ქსელი 2013 წლიდან ემსახურება ქართველ მომხმარებლებს. ჩვენი ისტორია სულ რაღაც ორი მაღაზიით დაიწყო და მომხმარებელთა კეთილგანწყობის დამსახურებით დღეის მდგომარეობით "სუფთა სახლი" როგორც ერთ-ერთი ყველზე მასშტაბური კომპანია საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის უბანში არის წარმოდგენილი, 210-მდე ფილიალით.
კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებლის სტატუსსაც დამსახურებულად ირგებს, ჩვენთან დღეის მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500-მდე თანამშრომელი. კომპანიის განვითარების ტემპი და მასშტაბი პირდაპირპროპორციულად აისახება თანამშრომლების განვითარებასა და შესაძლებლობების ზრდასთან. კომპანიის განახლებული სტრატეგია და შიდა კორპორატიული კულტურა დააინტერესებს ნებისმიერ პირს, ვისაც მუდმივად მზარდ, მასშტაბურ კომპანიაში სურს დასაქმდეს და განვითარდეს როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.
გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge
კომპანია "სუფთა სახლში" დასაქმების ახალი პროგრამა დაიწყო!
"სუფთა სახლი"აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. რუსთავის ფილიალებში.
რას გთავაზობთ?
** თვის მანძილზე საშუალოდ 15 სამუშაო დღე, ცვლადი და მოქნილი სამუშაო გრაფიკები
** მსუბუქი და კომფორტული სამუშაო
** მზარდ ანაზღაურებას, ეტაპობრივ მატებას, ასევე საბონუსე სისტემას
** პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს - თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებისა და მასტერკლასების ციკლს ასევე ადგილზე შეგასწავლით საქმიანობას
** კეთილგანწყობილ გუნდს და კომფორტულ სამუშაო სივრცეს
** პოზიციური დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას
** ნაყოფიერი სამუშაოსთვის ბევრ მადლობას და კიდევ უფრო ბევრ წახალისების ინსტრუმენტებს
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანი უპირატესობაა
** საოფისე პროგრამების ცოდნა აუცილებელია
უნარები რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია: https://bit.ly/3wkMywn
ან გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "მოლარე-კონსულტანტი" და სასურველი ადგილმდებარეობა რუსთავი.
კომპანია თავად დაგიკავშირდებათ.
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!