www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "Gold Way Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ახალი კლიენტების მოზიდვა
** გაყიდვებისა და მომსახურების მუდმივ ზრდასა და სრულყოფაზე ორიენტირება
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

სავალდებულო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გამართული კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + მაღალი ბონუსი
** სამედიცინო დაზღვევა
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: t.narsia@goldway.com.ge 2023 წლის 20 ივნისამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |