www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

"სუფთა სახლის" მაღაზიათა ქსელი 2013 წლიდან ემსახურება ქართველ მომხმარებლებს. ჩვენი ისტორია სულ რაღაც ორი მაღაზიით დაიწყო და მომხმარებელთა კეთილგანწყობის დამსახურებით დღეის მდგომარეობით "სუფთა სახლი" როგორც ერთ-ერთი ყველზე მასშტაბური კომპანია საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის უბანში არის წარმოდგენილი, 210-მდე ფილიალით.

კომპანიის სტრატეგიაა საქართველოში დავამკვიდროთ სახლისა და თავის მოვლის ახალი სტანდარტი, მომხმარებელთა შესაძლებლობებისა და სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით:

** გამორჩეულად დაბალი ფასები
** მუდმივი აქციები და შეღავათები პროდუქციებზე
** პროდუქციის მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი არჩევანი: პარფიუმერია, პირადი ჰიგიენის ნივთები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია და არამარტო

სუფთა სახლში ყველაფერია!

კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებლის სტატუსსაც დამსახურებულად ირგებს, ჩვენთან დღეის მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500-მდე თანამშრომელი. კომპანიის განვითარების ტემპი და მასშტაბი პირდაპირპროპორციულად აისახება თანამშრომლების განვითარებასა და შესაძლებლობების ზრდასთან. კომპანიის განახლებული სტრატეგია და შიდა კორპორაციული კულტურა დააინტერესებს ნებისმიერ პირს, ვისაც მუდმივად მზარდ, მასშტაბურ კომპანიაში სურს დასაქმდეს და განვითარდეს როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად.

გაგვიცანი უფრო ახლოს: https://ch.ge/

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის კონტროლის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 ₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელში პროცესების შესწავლა, კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის პერსონალის მომსახურების ხარისხის შემოწმება;
** პროდუქციის პლანოგრამით წარმოჩენის შემოწმება;
** რეპორტების მომზადება;
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).

დამატებითი უნარები:

** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;

აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქსელის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |