www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

პროექტის სახელწოდება: ცისარტყელა
სამუშაო ადგილი: აბასთუმანი - თბილისი
განაკვეთი: სრული
პროექტის ვადა: 2024 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით

ძირითადი ამოცანები:

** პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი საპროექტო საკითხების და გადაწყვეტილებების (საპროექტო საჭიროებების) დროულად და სრულად იდენტიფიცირება
** საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავების (გადახედვის, ურთიერთკოორდინირების და სხვა) სამუშაო პროცესების სწორად დაგეგმვა
** პროექტირების სამუშაოების სწორად და ოპერატიულად კოორდინაცია პროექტის ნებისმიერ ეტაპზე მისი დაწყებიდან დასრულების და შემდგომში ექსპლუატაციის პროცესების ჩათვლით და მათი ეფექტიანად მართვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტში არსებული მდგომარეობის ანალიზი და საპროექტო საჭიროებების განსაზღვრა/განახლება;
** არსებულ (დაკონტრაქტებულ) პროექტანტებთან მუდმივი კოორდინაცია მათი გადაწყვეტილებების თანმდევი საპროექტო საჭიროებების ან/და სხვა პროექტებში ცვლილებების აუცილებლობის გამოვლენის მიზნით;
** სხვადასხვა პროექტანტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება და კოორდინირება პროექტირების პროცესების სწორად წარმართვის ხელშეწყობისთვის (შეხვედრების, ზარების, ვიდეო ზარების ორგანიზება);
** პროექტირების გენერალური გეგმის მომზადება მთლიანად პროექტისთვის;
** პროექტირების გეგმის შეთანხმება ჩართულ მხარეებთან და პროექტანტებთან;
** გეგმების და ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტთან, აუცილებლობის შემთხვევაში გეგმების კორექტირება;
** სხვადასხვა საპროექტო საჭიროებების მიხედვით, ტექნიკური დავალებების და სხვას საჭირო ინფორმაციის მომზადების ორგანიზება შესყიდვებისთვის, მენეჯმენტისთვის, სხვა პროექტანტებისთვის, ფინანსებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
** პროექტირების პროცესში სხვადასხვა ტიპის კონკრეტული მოთხოვნების ასახვისთვის (სტანდარტები, ნორმები, დამატებითი მოთხოვნები რომელიმე ჩართული მხარისგან და ა.შ.) დროულად დაზუსტების და შესაბამისი პროექტანტების მიერ მათი გათვალისწინების ორგანიზება (ინფორმაციის მიწოდება, ასახვის უზრუნველყოფა, შემოწმება-დადასტურების ორგანიზება);
** პროექტირების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის გამოკითხვების და შესყიდვების სხვა სამუშაოების ორგანიზება შესაბამისი მხარეების ჩართულობით;
** პროექტირების ავტორების სწორი ჩართულობის უზრუნველყოფა მათი პროექტების განხორციელების პროცესში საავტორო თუ სხვა ტიპის ზედამხედველობის სახით;
** პროექტირების სწორი და დროული ფინანსური ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მომზადება და მიწოდება ფინანსებისთვის (ანგარიში, პრეზენტაცია, გრაფიკები, მომზადებული მასალების პაკეტები);
** იურიდიული სამსახურისთვის პროექტირების სამუშაოების დაკონტრაქტებისთვის, ან/და მათზე სანქციების გამოყენებისთვის ან/და ხელშეკრულების ჩახურვის ან შეწყვეტისთვის აუცილებელი ზეპირი და წერილობითი ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და მიწოდება;
** ხელმძღვანელობასთან საჭირო შეხვედრების და ასევე მათი პერიოდული ჩართულობის უზრუნველყოფა საპროექტო საჭიროებების დროულად გამოვლენის, პროექტირების ორგანიზების თუ აღსრულების ხელშეწყობის მიზნით;
** პროექტირების ან/და ამ პროექტების აღსრულების პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების, დარღვევების და შეუსაბამობების შესახებ, ხელმძღვანელობის დროულად ინფორმირების და სწორი რეაგირების უზრუნველყოფა.

საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ტექნიკური განხრით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით;
** პოზიციისთვის რელევანტური დოკუმენტაციის ზედმიწევნად წარმოების გამოცდილება;
** ქართული ენის და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** საჭირო თვისებები: გუნდურობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2023 წლის 22 ივნისამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |