www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება - ბიზნესსერვის. და აუთსორსინგის მიმართულება
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 23 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

კომპანია "BDO" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნესსერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულებაში

"BDO" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკლავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

"BDO"-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სტაჟირების დაწყების პერიოდი: შერჩეული კანდიდატებისთვის სტაჟირების პერიოდი დაიწყება 2023 წლის სექტემბრიდან

ფუნქცია/მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში
** ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან
** სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel - ის პროგრამაში
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ანაზღაურებადი სტაჟირება, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება". განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.06.2023

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |