"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს.
ორგანიზაციის მისია, თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა. კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია.
"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე.
მდებარეობა: ესმა ონიანის ქ. 32
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);
სამუშაოს აღწერა:
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება;
** მოწყობილობების მონტაჟი, რეკონსტრუქცია და პროგრამულად გამართვა;
** აპარატურის დაშლა, აწყობა და დიაგნოსტირება;
** ახალი მოწყობილობის შემთხვევაში, მოწოდებული სახელმძღვანელოს გაცნობა და სამუშაო პროცესში გამოყენება;
** არსებული პროგრამული და ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B1 დონე);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული ნაწილებისა და ოპერატიული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების გამოყენების ცოდნა;
** პერიფერიული მოწყობილობების გამოყენება;
პიროვნული მახასიათებლები:
** ახალი ტექნოლოგიების გარჩევისა და ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: -50%-იანი ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)
კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://mworld.ge.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!